უწყვეტი საპროტესტო აქციის 62-ე დღე / მხატვრების ხმა! / protest art on rustaveli!
28 იანვარი, სამშაბათი დღე, ერთადერთი გული დამწყდა რომ არ ვიყავი რამოდენიმე ადამიანი, რომ ერთ-ერთს გადაეღო თუ სრულად არა, რაიმე ნაწილი მაინც "დაიტოვე"-ს "ისაუბრე"-ს ლაივიდან მუზეუმთან არწივის ქვეშ. სამაგიეროდ გადავიღ დიდი რაოდენობა ხალხი, როგორც ყოველთვის 62-ე დღესაც გადაიკეტა რუსთაველი და მოეწყო მხატვართა მარში, რის შემდეგადაც თავიდან იყო, დაგეგმილი ცისფერი გალერეის წინ გამოგვეფინა ჩვენი ნახატები და ბოლოს გადაწყდა, პირდაპირ რუსთაველზე, იქვე პარლამენტის წინ გაგვეკეთებინა აქცია-პერფორმანსი გამოფენის სახით და ბოლოს კი ყველამ, ვისაც სურდა დატოვა თავისი კვალი უზარმაზარ ტილოზე ხელის ან რაიმე მცირე მესიჯის სახით თითებით. მოკლედ ეს ვართ ხელოვანები და ჩვენი ანუ მხატვრების ხმაც იყვირებს ისე როგორც მსახიობების, მედიცინის პერსონალის, მუსიკოსების და სხვა ისტორიის სწორ მხარეს მდგომი ნებისმიერი მოქალაქის...
სულ კომენტარები: 0 | |