ეს არის ოცდამეათე დღე უწყვეტი აქციების, სადაც თუ სწორად მახსოვს ერთ-ერთი მარში იყო სპორტსმენების, მაქამდეც და მის შემდეგაც არ წყდებოდა სხვა მსვლელობები პარლამენტამდე. "ტყიბულელი მუშების სოლიდარობა", "ყველგან პოლიცია — არსად სამართალი", "სასამართლოს გამჭვირვალება დაიდოს", "არ იქნება სამართალი — არ იქნება მშვიდობა", (ბანერისა და სიმღერისეული შეძახილის ფონზე სხვადასხვა დასარტყამი ინსტრუმენტების აკომპანიმენტით) და სხვა საინტერესო ბანერები ამშვენებდა ამ აქციას.