Protest Day 29 / აქცია რუსთაველზე — დღე 29
სიმართლე გითხრათ ვისი მარშები უერთდებოდა რუსთაველზე მდგომ ხალხს, არ მახსოვს, რადგან ან ვიდეოს ვაკეთებდი გზაში სამარშუტოში მჯდომი, ამავდროულად ერთს უკვე ვტვირთავდი იუთუბზე, მეორეს კი ვამზადებდი. ერთი ის მახსოვს რომ ერთმა კალიგრაფმა შემომთავაზა რამოდენიმე ფრაზის ხარისხიანად დაწერა, რაზეც დავთანხმდი. შესაძლოა მეტროებთან, ან სადმე ქუჩის შესახვევებში დაჭერები ან ფირმებში შესვლები და ა.შ.. ყოფილიყო, მაგრამ კონკრეტულად ამ ვიდეოში არაა რაიმე დარბევა ან ძალადობა, არის ხალხი საინტერესო ბანერებით და ჩემი ერთი ბანერის დამზადება, რომელიც დავუტოვე, ვაჩუქე კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის სტუდენტებს, იქვე მათ წინ, სიცივეში ვამზადებდი, რადგან მათ უნდოდათ რომ შევეპატიჟე შიგნით, მაგრამ მე არ მაქვს მათი სტუდენტური ბარათი, დიდი ხანია საერთოდ არანაირი სასწავლებლის სტუდენტიც კი აღარ ვარ, ნაბჭვარი დაცვა ვერ შემი...
სულ კომენტარები: 0 | |