Rally on Rustaveli / ყაველაშვილის დანიშვნის პირველი დღე (14 დეკემბერი)
ყაველაშვილი არის დეფაქტო პრეზიდენტი, მხოლოდ რუსული ოცნებისგან დასმული, ვისაც ცხოვრებაში ერთი წიგნიც არ ექნება წაკითხული. ეს ის დღეა თუ სწორად მახსოვს, როდესაც ახალგაზრდებმა აჩვენეს თავიანთი დიპლომები მიხეილს. აქ დგას საინტერესო, განვითარებული და ერთმანეთზე მზრუნველი ხალხი, მეორე მხარეს კი უვიცი, მოძალადე არაადამიანები. ჩვენ გვინდა განვითარება, თვით-შემეცნება, ხარისხიანი განათლება, საკუთარი თავის რეალიზება ცხოვრებაში, მოგზაურობა, სამართლიანობა და თავისუფლება რაღათქმაუნდა, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა, ესეიგი ღმერთი ჩვენკენაა, ჰოდა, აუცილებლად გავიმარჯვებთ!..
პ.ს. — არ წარმომედგინა სერიალი "USAშველოები"-დან რომელიმე მსახიობს მაინც თუ ვნახავდი აქციაზე და აი შემთხვევით შევნიშნე. შესაძლოა მე არ გამომეჩინა ვიდეოში, მაგრამ უკვე ტელევიზია იღებდა და აზრიც არ ჰქონდა..
პ.პ.ს — ყველგან ბურთს აგორავებენ და ერთობიან ერთმანეთით, "ერთობით ვერთობით" მომღიმარი სახეებითა და მომავლის იმედით, რომელიც დაცულობაა ევროკავშირის წევრობის გზაზე..
სულ კომენტარები: 0 | |