ორი დაჭერა, ორი სასამართლო და 5200 ლარი ჯარიმად ერთ კვირაში - შოთა დიმიტრიშვილი აქციებზე დაკავებებზე
შოთა დიმიტრიშვილი პროევროპულ აქციებზე ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ დააკავეს, პირველად 29 ნოემბერს, მეორედ 5 დეკემბერს.
სპეცრაზმელებთან პირველი გამოცდილებიდან ჩამტვრეული კბილები და ნეკნები დარჩა, მეორე შემთხვევაში ის როგორც ნადავლი, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს მიგვარეს.
შოთა დიმიტრიშვილი ერთ-ერთია 400-ზე მეტი მოქალაქიდან, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ პროტესტის გამო დააკავეს. ამ ადამიანების უმეტესობა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. მათგან 80-ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
--
მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე https://www.radiotavisupleba.ge
გამოგვყევი
Youtube-ზე http://tinyurl.com/5ek3z4e3
Facebook-ზე http://tinyurl.com/yc84b2x3
Instagram-ზე http://tinyurl.com/2...
სულ კომენტარები: 0 | |