menu
search
person
რეგისტრაცია | შესვლა
ABCVIDEO.GE
ABCVIDEO.GE
  • ვიდეოს დამატება
  • ფილმები
  • Tabu92's Street Art
  • TABU92 — Protest Art with Graffiti & Street Art
  • მართლმადიდებელთა კუთხე
  • სოციალური მეგა პორტალი
  • მსოფლიო კულინარია
  • პოეზიის სამყარო
  • My Art-Life

ქათმის კონფი | შეფი ლუკა ნაჭყებია

00:22:06
ნახვები: 1 დაამატა: nikadzamiashvili
ვიდეოს აღწერა:

დღევანდელი დღე დაუთმეთ კონფის ტექნიკის სწავლას და პირობას გაძლევთ უგემრიელესი რეცეპტის მომზადებას აითვისებთ
არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ზარის ღილაკის გააქტიურება.

#კონფი #ქათამი

Elit Electronics • ელიტ ელექტრონიქსი
Bosch Home
ევროპროდუქტი • Europroduct
DIKA / დიკა

გამოგვყევი:
instagram: https://www.instagram.com/chef.cave/​​
facebook: https://www.facebook.com/chef.cave​​
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​

_____________________________________________

1 კოვზი აჯიკა
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი შაქარი
100 მლ წყალი
ეს მასა მოვათავსოთ ერთად ტაფაში , გაზქურაზე მოვათავსოთ და გავხსნათ.
ადუღებული მასა გადავწუროთ კონტეინერში.
სანამ ეს მასა წამოდუღდება მანამ დავამუშაოთ ქათამი.
წიფელის ნაკვერჩხალი მოვათავსოთ გაზქურაზე.
ამასობაში ფორთოხალს ავათალოთ ცედრა.
1 ცალი სტაფილო დავჭრათ მოგრძო ფორმაზე .

ქათმის ბარკლები ცხელ ნახშირთან ერთად მოვათავსოთ ქვაბში და დავიწყოთ შებოლვა . რამოდენიმე წუთის მერე ბარკლები ამოვაბრუნოთ, რათა ყველა მხარე კარგად შეიბოლოს.
ამის შემდეგ ავიღოთ კონტეინერი. შიგნით მოვათავსოთ სტაფილო, ფორთოხლის ცედრა და რამდენიმე კბილი ნიორი. დავუმატოთ ზეითუნის ზეთი იმ რაოდენობით, რომ კონტეინერში მოთავსებული ინგრედიენტები დაფაროს.

ამასობაში გაზზე დავდგათ ტაფა და გავალღვოთ 150 გრამი კარაქი. და მოვაცალოთ ქაფი, რომ მივიღოთ კულინარიული ერბო.

შებოლილი ქათმის ბარკლები ბარკლები ამოვიღოთ ქვაბიდან და შპრიცით შევიყვანოთ აჯიკის მასა ქათმის ბარკლებში.
ამის შემდეგ გავფილტროთ კარაქი და გაფილტრული მასა დავუმატოთ ზეთში ჩალაგებულ სტაფილოს და ნიორს . დავამატოთ ქონდარი. და ბოლო შტრიხად დავუმატოთ ზეთი რომ კონტეინერი ბოლომდე დაიფაროს. გადავახვიოთ ფოლგა და შევდგათ ღუმელში 90 გრადუსზე 8 საათით.

რვა საათის გასვლის შემდეგ გადმოვწუროთ და ზეთი გავფილტროთ და გადავიდეთ სალათის მომზადებაზე .
რეჰანი, რუკოლა, არტიშოკები,ბრის ყველი და შავი ქოიავის ჩირი მოვათავსოთ ერთ ჯამში, თქვენი სურვილით ნებისმიერ ზომაზე დაჭრილი. დავუმატოთ კონფიში მომზადებული ნიორი .
1 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროპი, 1 სუფრის კოვზი შავი ბალზამიკური ძმარი , 1 ჩაის კოვზი დიჟონური მდოგვი . ერთმანეთში კარგად გავხსნათ და ბოლოს დავუმატოთ ზეთი. ეს იქნება დრესინგი ჩვენი სალათისთვის.

ამავდროულად ქათმის ერთ-ერთი ბარკალი დავძენძოთ, მივცეთ ფორმა და ცოტახნით გავაციოთ მაცივარში რათა ფორმა მიიღოს. ამის შემდეგ გავაცხელოთ ტაფა და შეციებული ქათამი შევწვათ .
კონფის დანარჩენი ნაჭრები შევწვათ ზეთში 190 გრადუსზე. გადავატრიალოთ მხოლოდ კარგად დაბრაწვის შემდეგ.
კონფი მზადაა. გემრიელად მიირთვით !!!

27.10.2021 / 00:06
ტეგები: ბარკალი, ქათმის კონფი, mzareuli, qatmis konfi, ქათამი, erbo, konfi, ლუკა ნაჭყებია, barkali, ერბო, ქათმის ხორცი, კულინარია, სტაფილო, ბარკლები, კონფი, barklebi, qatmis khorci, მზარეული, qatami, კარაქი, karaqi, stafilo, kulinaria, qatmis xorci, შეფი
ხანგრძლივობა: 00:22:06
ავტორი: Chef Cave

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით

  • ქათმის რულეტი / Qatmis Ruleti
  • უგემრიელესი ქათმის რულეტის რეცეპტი / ugemrielesi qatmis ruletis recepti — მოხრაკული TV / კულინარია
  • პასტა სოკოთი და ნაღებით - უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი კერძი / pasta sokoti da naghebit
  • გემრიელი ხაჭაპურის თბილისური რეცეპტი / gemrieli khachapuris tbilisuri recepti
  • საქონლის ხორცის ხარჩო - კულინარია, რეცეპტი / saqonlis khorcis kharcho - kulinaria, recepti
  • ინდიგო კულინარია / კნატუნა პური
  • გურმანია - იაპონური კულინარია
  • როგორ მოვამზადოთ ჩიფსები სახლში - კულინარია, რეცეპტები
  • Ratatouille / რატატუი - კულინარია, მზარეული, რეცეპტი
  • სხვა შუადღე - ორაგული ქინძმარის სოუსით (მოდერნისტული კულინარია) - 28.02.2014

 

სულ კომენტარები: 0
Log in:
avatar
WELCOME!
მოგესალმები, სტუმარი!
რეგისტრაცია | შესვლა
მენიუ
  • ავტო-მოტო
  • ახალი ამბები
  • ახალი ტექნოლოგიები
  • ბუნება და ცხოველები
  • გადაცემა
  • დოკუმენტალისტიკა
  • ეროტიკა
  • ვიდეოგაკვეთილები
  • კარაოკე
  • კატასტროფები
  • კომპიუტერული თამაშები
  • კულინარია
  • მედიცინა
  • მოდა
  • მულტფილმები
  • მუსიკა
  • პირადი ვიდეო ბლოგები და პრანკები (Vlogs And Pranks)
  • რეკლამები
  • რელიგია
  • საინტერესო ამბები, რჩევები და ლაიფჰაკები
  • სასაცილო
  • საშინელება
  • სერიალები
  • სიყვარული
  • სპორტი
  • სხვადასხვა
  • ტრეილერები
  • ტურიზმი და დასვენება
  • ფილმები
  • ქართული
  • ცნობილი ადამიანები
  • ხელოვნება
შესვლის ფორმა
    
All channels
    
User channels
რეკლამა
Загрузка...
სტატისტიკა

Local Business Directory, Search Engine Submission & SEO Tools
Copyright MyCorp © 2025
uCoz