menu
search
person
რეგისტრაცია | შესვლა
ABCVIDEO.GE
ABCVIDEO.GE
  • ვიდეოს დამატება
  • ფილმები
  • Tabu92's Street Art
  • TABU92 — Protest Art with Graffiti & Street Art
  • მართლმადიდებელთა კუთხე
  • სოციალური მეგა პორტალი
  • მსოფლიო კულინარია
  • პოეზიის სამყარო
  • My Art-Life

"გთხოვთ, გადამირჩინეთ დედა, რომ შიმშილისგან არ მომიკვდეს"

00:01:22
ნახვები: 1 დაამატა: nikadzamiashvili
ვიდეოს აღწერა:

25 წლის ანდრიასთვის ყოველი ახალი დღე მოწყალების თხოვნით იწყება. იგი კარდაკარ დადის და ხალხს დახმარებას სთხოვს, რათა სახლში მწოლიარე დედას საკვები მიუტანოს.

ანდრიას დედა ინვალიდია და რამდენიმე წელია გადაადგილებას ვერ ახერხებს. დედა-შვილს ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავთ.

როგორც ანდრია “რეგიონულ კვირას ” უყვება, 15 წლის წინ, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბინის გაყიდვა მოუწია. მას შემდეგ ხშირად გაუთევიათ ღამე ქუჩაში. ახლა კი ძლივს მოახერხა ქირის ფულის შეგროვება და ბინა იქირავა, რათა დედა საწოლში ჩაეწვინა.

“ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს. ხშირად გვიხდებოდა ქუჩაში ღამის გათევა და ღმერთს ვევედრებოდი, რომ გათენდებოდა ცოცხალი დამხვედროდა. რამდენიმე წელი დარჩენია და აღარ მინდა, მის თვალზე ცრემლი დავინახო. საპირფარეშოში ხელში აყვანილი შემყავს, ფეხები აქვს პარალიზებული, არც ეტლი გვაქვს. რომელ ეტლზეა საუბარი, იმისთვის რომ პური ვჭამოთ, მოწყალებას ვითხოვ კარდაკარ. სამი თვე ვიმუშავე და აღებული თანხით ბინა ვიქირავე, რომ დედა საწოლზე მაინც დამეწვინა. უფროსი კაპიკებზე მამუშავებდა, ხან არც მაძლევდა ხელფასს. ყველას ჰგონია, როგორც უნდა ისე მომექცევა,“- ამბობს ანდრია.

ანდრია და ლუდმილა რუსთავში, 11 მიკრორაიონში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. მათ არანაირი საარსებო პირობები არ გააჩნიათ. სოციალური დახმარება კი ხშირად წამლებშიც არ ჰყოფნით.

“მინდა, მოგმართოთ სრულიად საქართველოს, გთხოვთ, გულთან მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა, დამეხმარეთ, თქვენი მცირედიც კი ჩემთვის შვება იქნება, გადამირჩინეთ დედა, რომ ტკივილებისგან და შიმშილისგან არ მომიკვდეს. მის გარდა არავინ გამაჩნია”.

16.01.2020 / 23:40
ტეგები: შიმშილი, motskaleba, დედა, mockaleba, დაგვეხმარეთ, mowyaleba, deda, dagvekhmaret, tkhovna, სიკეთე, დაეხმარეთ, ქველმოქმედება, kvelmokmedeba, shimshili, qvelmoqmedeba, თხოვნა, მოწყალება, daekhmaret, txovna, dakhmareba, sikete, daxmareba, daexmaret, დახმარება, dagvexmaret
ხანგრძლივობა: 00:01:22
ავტორი: პორტალი კვირა

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით

  • დავეხმაროთ 11 წლის ლუკა ფარეშიშვილს / davekhmarot 11 tslis luka fareshishvils
  • დავეხმაროთ პატარა თუთას / davekhmarot patara tutas
  • დავეხმაროთ ცოტნე ხუბუტიას / davekhmarot cotne khubutias
  • დავეხმაროთ ანა კობაიძეს / davekhmarot ana kobaidzes
  • #კლარკისთვის / klarkistvis — ნიკა ჩერქეზიშვილი და ლაშა მარგიანი
  • ანიტა ავსტრიის თავშესაფარში გადაიყვანეს
  • #კლარკისთვის — გადამარჩინეთ მეგობრის დახმარებით! / ვქმნათ სიკეთე, გადავარჩინოთ სიცოცხლე!
  • საქველმოქმედო აქცია ნატალის დასახმარებლად 6-10-2020
  • "რისთვის დავიბადე მშიერი რომ ვყოფილიყავი?... საკუთარმა დედამ მიმატოვა " - 13 წლის საბა
  • უსახლკარო მამაკაცს ის ყოველთვის უყრიდა ხურდას , რამდენიმე წლის შემდეგ კი მას სრულიად სხვა...

 

სულ კომენტარები: 0
Log in:
avatar
WELCOME!
მოგესალმები, სტუმარი!
რეგისტრაცია | შესვლა
მენიუ
  • ავტო-მოტო
  • ახალი ამბები
  • ახალი ტექნოლოგიები
  • ბუნება და ცხოველები
  • გადაცემა
  • დოკუმენტალისტიკა
  • ეროტიკა
  • ვიდეოგაკვეთილები
  • კარაოკე
  • კატასტროფები
  • კომპიუტერული თამაშები
  • კულინარია
  • მედიცინა
  • მოდა
  • მულტფილმები
  • მუსიკა
  • პირადი ვიდეო ბლოგები და პრანკები (Vlogs And Pranks)
  • რეკლამები
  • რელიგია
  • საინტერესო ამბები, რჩევები და ლაიფჰაკები
  • სასაცილო
  • საშინელება
  • სერიალები
  • სიყვარული
  • სპორტი
  • სხვადასხვა
  • ტრეილერები
  • ტურიზმი და დასვენება
  • ფილმები
  • ქართული
  • ცნობილი ადამიანები
  • ხელოვნება
შესვლის ფორმა
    
All channels
    
User channels
რეკლამა
Загрузка...
სტატისტიკა

Local Business Directory, Search Engine Submission & SEO Tools
Copyright MyCorp © 2025
uCoz