Art ReACTOR: Maya Sumbadze / მაია სუმბაძე
ვიდეოს აღწერა:
28.06.2018 / 17:55 მაია სუმბაძე - თანამედროვე ქართული არტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა, რომელიც ჯგუფი „გოსლაბის" მულტიმედიური პროექტებიდან გაიცნო აუდიტორიამ. მისი დახვეწილი, პლასტიური ხაზის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით აგებული გრაფიკული ნამუშევრები მგრძნობელობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. საკუთარ სამუშაო სივრცეში ის საუბრობს თავის შემოქმედებაზე, „გოსლაბის" ისტორიაზე, თანამედროვე ქართული არტის პრობლემებზე.
Art Reactor არის ინტერნეტ გადაცემათა ციკლი, რომელიც ხორციელდება ზაზა დარასელის ფონდის მხარდაჭერით მულტიმედიური საგანმანათლებლო ცენტრის ფარგლებში (MEC).
ავტორი და წამყვანი: ხათუნა ხაბულიანი
პროექტის მენტორი: ელენე ასათიანი
პროდიუსერი: ნიკოლოზ ნადირაშვილი
მონტაჟის რეჟისორი: ანა დავითაშვილი
ტეგები:
| სულ კომენტარები: 0 | |